Tuesday, April 25, 2017
შაქარი ყველაზე პოპულარული სასუქი, ნატურალურ სასუქებს შორის, რომელიც ყვავილების საკვებად გამოიყენება, ჩვეულებრივი შაქარი არის. პირველად ვინ გამოიყენა შაქარი სასუქად, ცნობილი არ არის, მაგრამ ცნობილია შედეგი, რომელიც მისი გამოყენების შემდეგ მიიღება:
როგორც ცნობილია, შაქარი ფრუქტოზის და გლუკოზის ნაერთი არის. ფრუკტოზა ყვავილებს არაფერში სჭირდება, მაგრამ გლუკოზა 2 ფუნქციას ასრულებს. ის მცენარის ცხოველმოქმედების (სუნთქვა, სასარგებლო ნივთიერების ათვისება და ა. შ.) ენერგიის წყაროა და შესანიშნავი საშენი მასალა არის, რომელიც რთული ორგანული მოლეკულების ფორმირებისას გამოიყენება.
მაგრამ არის ერთი ნიუანსი: ლუკოზა – მოლეკულების მშენებლობისთვის იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ მისი ათვისება მოხდება. გლუკოზის ასათვისებლად კი, ნახშირორჟანგი არის საჭირო. თუ ეს გაზი საკმარისი რაოდენობით არ იქნება, მიწაზე მოხვედრილი გლუკოზა, ობის ბაქტერიების საკვებად იქცევა და მცენარეს ობი მოეკიდება. ამიტომ შაქართან ერთად, სასუქის მომზადებისას, დამატებითი კომპონენტებიც უნდა გამოიყენოთ.
საჭირო ინგრედიენტები:
სარეველა მცენარე, ჭინჭარი ან თივა
შაქარი – 2 ს. კ.
წყალი
მომზადება:
ვიდრე მომზადებას დაიწყებთ, წინა დღეს, ონკანიდან აიღეთ წყალი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 24 სთ, რომ ქლორი აორთქლდეს > აიღეთ პატარა ვედრო ან პატარა და ღრმა თასი, მოათავსეთ შიგნით ბალახი ან თივა და იმდენი წყალი დაასხით, რომ ბალახი დაიფაროს > ასე გააჩერეთ მანამდე, ვიდრე ლპობას არ დაიწყებს ბალახი. ცუდი სუნი რომ აუვა, ნაყენი გადაწურეთ > 1 ლ. წყაროს წყალში გახსენით 100 მლ. ბალახის ნაყენი და 2 ს. კ. შაქარი.
ასე მომზადებული სასუქი, შეგიძლიათ დაუსხათ და მიასხუროთ თქვენს მცენარეს, თვეში ერთხელ.
ყვავილები — რა შეიძლება მათზე უკეთესი იყოს? ალბათ, ისევ ყვავილები და ეს რომ რეალურად ასე იყოს, ყვავილების მოვლა არის საჭირო. ბაღებში და აგარაკებზე, როდესაც ყვავილებს უვლიან, სასუქის გამოყენება და ამ გზით მათი გამოკვება არ ავიწყდებათ. მაგრამ, როდესაც საქმე სახლის ყვავილებს ეხება, რატომღაც თვლიან, რომ მხოლოდ წყლის დასხმა და დროდადრო მიწის გამოცვლა, სავსებით საკმარისია. მაგრამ, ეს ასე არ არის.
ოთახის ყვავილებსაც ესაჭიროება გამოკვება და კიდევ უფრო ხშირად, ვიდრე ბაღების და აგარაკის ყვავილებს. თუ სახლის ყვავილი დიდ, ფართე ქოთანში არის ჩარგული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას საკმარისი რაოდენობის მინერალური ნივთიერებები აქვს. მცენარეები, ქოთანში ჩარგვიდან, გარკვეული დროის შემდეგ, მიწას ფიტავენ და ამიტომ, მათი გამოკვება არის საჭირო.
Monday, April 24, 2017
ოთახის ყვავილები გაზაფხულზე სასურველი ტემპერატურის (20-25 გრადუსი) სტაბილურად დადგომისას, ვისაც საშუალება გვაქვს, ეზოსა და ღია აივნებზე გამოგვაქვს. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში, ქოთნის მცენარეებში აქტიური ფიზიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს _ ვეგეტაცია ძლიერდება. მათი დიდი ნაწილი ყვავილობს, ამიტომ დიდი ბიონერგია სჭირდებათ. ამ პერიოდისთვის არ უნდა მოვაკლოთ საკვები და წყალი.
შემოდგომის დადგომიდან ზამთრისკენ ფიზიოლოგიური პროცესები ნელდება, ამიტომ დამატებითი კვება უნდა შევწყვიტოთ, რადგან ის ახალი ნაყარის მასიურ წარმოშობას გამოიწვევს, მათი ყინვაგამძლეობა კი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ზრდასრული ყლორტებისა.
ოქტომბრის ბოლოსთვის ქოთნის მცენარეები სახლში უნდა შევიტანოთ. ვეცადოთ, რომ მიწა მშრალი იყოს, სველი მიწის შეყოლისას შეიძლება, განვითარდეს ლპობის გამომწვევი სოკოები და ფესვი დალპეს.
თუ მცენარე ძლიერ გაიზარდა და ქოთანი არ არის შესაბამისი სიდიდეს ან სხვა რაიმე მიზეზის გამო გსურთ, ახალ ქოთანში მცენარის გადარგვა, ეცადეთ, ძველი ქოთნიდან მიწით ამოიღოთ ისე, რომ ფესვთა სისტემას მიწა მთლიანად არ მოაცილოთ და ჩარგეთ სასურველ ქოთანში.
ზამთრის პერიოდში მცენარეები, რომლებიც სინათლის მოყვარულია, ეცადეთ, მოათავსოთ უფრო განათებულ ადგილზე.
მორწყვის რეჟიმი უნდა შეიცვალოს და ჯერადობა გაცილებით შემცირდეს, ვიდრე გაზაფხულსა და ზაფხულში, რაც, ძირითადად, უნდა ვარეგულიროთ ქოთანში მიწის გამოშრობის მიხედვით.
მცენარეები, რომელთაც უყვართ წყალი, უფრო მეტად უნდა მოვრწყოთ, მაგრამ მიწა ძალიან არ უნდა დავასველოთ. ის ქოთნის ყვავილები, რომლებიც ცივ ოთახში დგას, ნაკლებად უნდა მოირწყოს, დაახლოებით ისეთი ინტენსივობით, რომ მიწა არ გაუხმეს ქოთანში _ ისეთი მცენარეები, როგორიც ოთახის იები და ბეგონიაა, არ შეიძლება იდგეს ისეთ ოთახში, რომელიც არ თბება. კაქტუსს, რომელიც თბილ ოთახშია, შეიძლება თვეში ორჯერ ან სამჯერ დაუსხათ წყალი, ხოლო გაუმთბარში საერთოდ არ ვუსხამთ წყალს.
თბილი ოთახის პირობებში შესაძლებელია, ყვავილებს მავნებლები გაუჩნდეთ. ეს არის ძირითადად თრიფსები და ფქვილისებური ან ბალიშა ცრუფარიანები. თრიფსით დასახლებული მცენარე ყვითლდება და ფოთოლი ალაგ-ალაგ ჭრელდება, ფოთლის კარგად დათვალიერებისას შეამჩნევთ მოძრავ პატარა მწერებს, ხოლო სულფარიანების შემთხვევაში თეთრი ფქვილისებრი ან ცვილისებრი წარმონაქმნებია ფოთოლზე, რითაც თავად მავნებელია დაფარული.
მავნებლების გაჩენისას საჭიროა ოთახის მცენარის გარეთ ან სადაც არ ვცხოვრობთ, ისეთ ფართში გატანა და შესაბამისი ინსექტიციდით შეწამვლა, ხოლო ორი დღის შემდეგ მცენარის გრილი წყლით განბანა და ოთახში დაბრუნება.
თუ ქოთნის მცენარემ მასიური გაყვითლება დაიწყო. სასწრაფოდ ამოიღეთ მიწიდან, რადგან, ეს უმეტეს შემთხვევაში ფესვის პრობლემაა. მცენარის დათვალიერებისას ფესვს მოაცილეთ გაფუჭებული ნაწილი, ამოავლეთ ფესვი "მარგანცოვკის" (კალიუმ ჰერმანგანატი) საშუალო სიძლიერის ხსნარში და 24 საათის შემდეგ (ამ პერიოდში მცენარე მოათავსეთ მშრალ და ბნელ ადგილას, სადაც ტემპერატურა ზომიერი იქნება) ჩარგეთ ახალ მიწაში, რომელსაც იმავე ხსნარით გაუკეთებთ დეზინფექციას.
ფოთლოვანი ქოთნის მცენარეები: იები, მონსტერა, არმა და ა.შ. საჭიროა პერიოდულად სანამავით ფოთლებიდანაც დავნამოთ, რათა ფოთლის კიდეებმა ხმობა არ დაიწყოს. მცენარეებს აუცილებელია, მოვაჭრათ ან მოვაცილოთ დაზიანებული და გამხმარი ნაწილები.
ასე რომ, დაიმახსოვრეთ _ ქოთნის მცენარეები აქტიურ ყურადღებას ითხოვენ.
Tuesday, April 11, 2017
რა ღონისძიებები ჩავატაროთ აპრილში, როგორ დავაფესვიანოთ ვარდის კალამი, ტალავერის გასალამაზებლად რომელი მცენარე გავაშენოთ, რა სიხშირით მოვრწყათ ყვავილები და როგორ მოვუაროთ ქოთნის მცენარეებს? - ამ და სხვა თემებზე
ზოგიერთი მცენარე აუცილებლად შემოდგომაზე უნდა დაირგას. მაგალითად ბოლქვიანი მცენარეები, ტიტები, ნარცისები რომლებსაც შემოდგომაზე ვრგავთ, მიწაში იზამთრებენ და ადრე გაზაფხულზე ყვავილობენ. 20 აპრილის შემდეგ კი ხე-მცენარეებისა და ბუჩქების დარგვა უკვე შეგიძლიათ. თქვენს მკითხველს შეუძლია, ამ თვეში ნებისმიერი ნერგი, დეკორატიული, მოყვავილე შეიძინოს და დარგას. გაფხვიერება ყველა მცენარეს სჭირდება. რაც შეეხება მორწყვას - თუ წვიმიანი ამინდებია, რასაკვირველია დამატებით მორწყვას არ საჭიროებს, მაგრამ თუ გვალვებია მაშინ წყლით დატენიანებაა საჭირო. არ დაგვავიწყდეს სარეველას მოშორება. მავნებლების საწინააღმდეგოდ გირჩევთ, ეწვიოთ მემამულეთა კავშირს (მეტრო დიდუბის წინ, ყოფილი სამთო ქიმიის შენობაში) და წამალი შეიძინოთ.
- ეზოში რომელი მცენარე გავაშენოთ, რომ ტალავერი ლამაზი გამოვიდეს?
- რასაკვირველია, გლიცინია. მოსავლელად უმარტივესია - წელიწადში 2, 3 მეტრ ყლორტს აგდებს, ტალავერს ძალიან სწრაფად ფარავს და ორჯერ: გაზაფხულსა და შემოდგომაზე ყვავის. ნერგებიც იყიდება. ნამდვილად მშვენიერი ტალავერი გექნებათ.
- როდის დავრგოთ ჩითილები?
- ჩითილების დარგვა ჯერ ცოტა ადრეა. მართალია ამინდზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც გირჩევთ, მაისში დარგოთ.
- ზოგადად, ბაღში რომელი ყვავილის დარგვას გვირჩევთ?
- რომელი ყვავილიც თქვენ გაგიხარდებათ - ეს დამოკიდებულია ბაღის მეპატრონეზე, მის გემოვნებაზე; გააჩნია, რომელ რეგიონზეა საუბარი. აღმოსავლეთ საქართველო აბსოლუტურად სხვაა, დასავლეთ საქართველო სუბტროპიკია. გეოგრაფიული ზონის მიხედვით, თბილისი ნახევრად უდაბნოა, ამიტომ დასავლეთ საქართველოში რაც ყვავის და მთელი წელი ყვავის, ასეთ მცენარეს ჩვენს დედაქალაქში უჭირს. დარგეთ მცენარეები რეგიონის შესაბამისად. სუბტროპიკული მცენარეები თბილისში იშვიათად ხარობს, თუ არ არის შესაბამისად დაცული ქარისგან - მას უყვარს ტენი. გაითვალისწინეთ, რომ მრავალწლიანი მოყვავილე მცენარეები ყვავილობენ გაცილებით უფრო მოკლე ხანს, ხოლო ერთწლიანი მოყვავილე მცენარეები, რომლებიც გაზაფხულზე იფესვება, დიდხანს ყვავილობენ.
- ეზოში რომელი მცენარე გავაშენოთ, რომ ტალავერი ლამაზი გამოვიდეს?
- რასაკვირველია, გლიცინია. მოსავლელად უმარტივესია - წელიწადში 2, 3 მეტრ ყლორტს აგდებს, ტალავერს ძალიან სწრაფად ფარავს და ორჯერ: გაზაფხულსა და შემოდგომაზე ყვავის. ნერგებიც იყიდება. ნამდვილად მშვენიერი ტალავერი გექნებათ.
- როდის დავრგოთ ჩითილები?
- ჩითილების დარგვა ჯერ ცოტა ადრეა. მართალია ამინდზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც გირჩევთ, მაისში დარგოთ.
- ზოგადად, ბაღში რომელი ყვავილის დარგვას გვირჩევთ?
- რომელი ყვავილიც თქვენ გაგიხარდებათ - ეს დამოკიდებულია ბაღის მეპატრონეზე, მის გემოვნებაზე; გააჩნია, რომელ რეგიონზეა საუბარი. აღმოსავლეთ საქართველო აბსოლუტურად სხვაა, დასავლეთ საქართველო სუბტროპიკია. გეოგრაფიული ზონის მიხედვით, თბილისი ნახევრად უდაბნოა, ამიტომ დასავლეთ საქართველოში რაც ყვავის და მთელი წელი ყვავის, ასეთ მცენარეს ჩვენს დედაქალაქში უჭირს. დარგეთ მცენარეები რეგიონის შესაბამისად. სუბტროპიკული მცენარეები თბილისში იშვიათად ხარობს, თუ არ არის შესაბამისად დაცული ქარისგან - მას უყვარს ტენი. გაითვალისწინეთ, რომ მრავალწლიანი მოყვავილე მცენარეები ყვავილობენ გაცილებით უფრო მოკლე ხანს, ხოლო ერთწლიანი მოყვავილე მცენარეები, რომლებიც გაზაფხულზე იფესვება, დიდხანს ყვავილობენ.
Tuesday, April 4, 2017
ვარდი (ლათ. Rosa) — მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა (ასკილი), რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 25-მდე სახეობაა. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე აღწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით. ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული. ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო; ფერად ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი. შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია. ნაყოფი ერთთესლიანი (ზოგჯერ რამდენიმეთესლიანი) კაკლუჭაა, რომელიც ხორცოვან ცრუნაყოფშია.
ვარდის გვარი იყოფა 4 ქვეგვარად, რომელთაგან ყველაზე დიდია Rosa, იგი მოიცავს 192 სახეობას. აქედან განვითარდა შემდგომში ბაღის ვარდები. ბაღის ვარდების ბევრი ჯიში წარმოიშვა კვირტოვანი მუტაციისა და მათგან შერჩეული ძვირფასი სამეურნეო ფორმებისაგან. ვარდის ბევრი სახეობა ბუნებრივ პირობებში ადვილად ყჯვარება ერთმანეთს და წარმოქმნის სახეობათაშორის ჰიბრიდებს. ვარდების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა აზია (ჩინეთი, შუა აზია, ამიერკავკასია), უფრო ნაკლებია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცნობილია ვარდის 25 ათასი ჯიში და ფორმა, რომლებიც იყოფა 3 ჯგუფად, ესენია: მარადმწვანე ბუჩქები, ფოთოლმცვენია ბუჩქები და ლიანები.
ვარდი მრავლდება საკუთარ ფესვზე დაკალმებით, ამონაყარით, ბუჩქის დაყოფითა და გადაწვენით; ბაღისა და საპარკე ვარდების უმეტესობა — კვირტით მყნობით და კალმით. საქართველოში მყნობა ტარდება ივნისიდან-ოქტომბრამდე, ხოლო რგვა — გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მის მოსაშენებლად საუკეთესოა დაწრეტილი (დრენირებული) თიხნარი, ქვიშნარი, ქვიშიანი და თიხიანი ნიადაგები.
ვარდს იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში და ჰიბრიდიზაციისათვის. ზოგიერთი სახეობა (კაზანლიკური ვარდი) გამოიყენება ეთეროვანი ზეთების მისაღებად. ვარდისგან ამზადებენ აგრეთვე მურაბას. ბევრი სახეობის ცრუ ნაყოფის რბილობი შეიცავს C, ნაწილობრივ P ვიტამინს. საქართველოში ვარდი უძველესი დროიდანაა კულტივირებული. 1948 წლიდან თბილისის, ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ვარდის ინტროდუქციასა და ჰიბრიდულ სელექციაში.
ვარდის გავრცელებული დაავადებებია: ნაცარი, ჟანგა, ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების შავი ლაქიანობა და სხვა. მავნებლებიდან ვარდს აზიანებს ბუგრი, ხერხია, ფოთლიხვევია და სხვა, რომელთაც ებრძვიან ბი-58 და ფოსფორორგანული პრეპარატებით.
Subscribe to:
Posts (Atom)
-
რა ღონისძიებები ჩავატაროთ აპრილში, როგორ დავაფესვიანოთ ვარდის კალამი, ტალავერის გასალამაზებლად რომელი მცენარე გავაშენოთ, რა სიხშირით მოვრწყ...
-
შაქარი ...